კვლევა


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

საკვლევი საკითხი:  ,, სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე.“

ქეთევან სვანიძე სსიპ ქალაქ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
2019 წელი

სარჩევი

 თავი I
1.1. მოკლე ინფორმაცია სადამრიგებლო კლასის შესახებ;
1.2. საკვლევი საკითხის მიმოხილვა;
1.3. პრობლემის შერჩევა;
1.4. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები;
1.5. კვლევის მიზანი; 1.6. კვლევის ამოცანები;

თავი II
 პრაქტიკული კვლევის არსი.

 თავი III
 ლიტერატურის მიმოხილვა.

თავი IV
კვლევის დიზაინი.

4.1.  კვლევის სამიზნე ჯგუფი;
4.2. კვლევის მეთოდები; 4.3. კვლევის ვადები;
 4.4. კვლევის გეგმა.

თავი V

 კვლევის შედეგები.

 5.1. მონაცემთაანალიზი;
5.2. კვლევის მიგნებები;
5.3. შესაძლო ინტერვენციები;
5.4. განხორციელებული ცვლილებები;



 თავი VI

რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება.

6.1. რეკომენდაციები;
6.2. ინტერვენციის შეფასება;

თავი VII

 დასკვნა
გამოყენებულილიტერატურა.



კვლევა ჩატარდა ქალაქ წყალტუბოს  N4 საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და ორიენტირებული იყო პრობლემის გადაჭრაზე. საკვლევი თემა: სწავლისადმი გულგრილი, უინტერესო დამოკიდებულების გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე. კვლევის მიზანი იყო დამედგინა, რა არის მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების გამომწვევი მიზეზ(ებ)ი. რა ფაქტორები განსაზღვრავს მაღალ აკადემიურ მოსწრებას და პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მოსწავლეს, იყოს წარმატებული. ასევე განმესაზღვრა ინტერვენციები, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ  მოსწავლეთა დამოკიდებულება სწავლის მიმართ შეიცვალოს და შემეფასებინა დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა.
პრაქტიკული კვლევის ფარგლებში გამოყენებულია კვლევის როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები.  კვლევის მიმდინარეობისას  გამოიკითხა  მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარები უშუალოდ მოსწავლისთვის და მისი მშობლისთვის განკუთვნილი. გამოიკითხა რამდენიმე მასწავლებელიც. მოსწავლეთა ფოკუსჯგუფების, მშობელთა და მოსწავლეთა მიერ შევსებული კითხვარების, პედაგოგებთან გასაუბრების საფუძველზე გავაკეთე გარკვეული დასკვნები, კერძოდ: საბაზო საფეხურის მე-7 კლასში მაღალია აკადემიური მოსწრება, მე-8 კლასებში უფრო ნაკლები და მე-9 კლასებში მკვეთრად დაბალი და ა.შ. ამას აქვს თავისი განმაპირობებელი  მიზეზები, რომელთაგან, ვფიქრობ, უმთავრესია ე.წ. გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ფაქტორების გაუთვალისწინებლობა სწავლება-სწავლის პროცესში, აგრეთვე მშობელთა ნაკლები ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
 შესაბამისი ინტერვენციები - 
ა) მშობელთა  ჩართვა (მათი კომპეტენციების ფარგლებში) მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად, მათი მონაწილეობით სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელება; ბ) სადამრიგებლო საათების ჩატარება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გასააზრებლად;
გ) წახალისების მექანიზნის შემოღება-დანერგვა  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. ვფიქრობ, ასეთი მიდგომები დაგვეხმარება ვიპოვოთ არსებული პრობლემის ალტერნატიული გზები.





შესავალი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-11 (სადამრიგებლო) კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია მოსწავლეთა  აკადემიური მოსწრების კლების შესაძლო განმაპირობებელი ფაქტორები და აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან. პირველ თავში მოცემულია მოკლე ინფორმაცია სადამრიგებლო კლასის შესახებ; განხილულია საკვლევი საკითხი; კვლევის მიზნები და ამოცანები; პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. მეორე თავში ვსაუბრობ პრაქტიკული კვლევის არსზე. მესამე თავში მიმოვიხილავ ლიტერატურას; მეოთხე თავში წარმოდგენილია კვლევის დიზაინი: სამიზნე ჯგუფი, კვლევის მეთოდები და ვადები; მეხუთე თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს, ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასებას; მეექვსე თავი მოიცავს რეკომენდაციებს, მეშვიდე თავში კი წარმოდგენილია დასკვნა. 

თავი I

1.1.  მოკლე ინფორმაცია სადამრიგებლო კლასის შესახებ

მე-11 კლასში 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში ირიცხებოდა 21 მოსწავლე, წლის ბოლოს ირიცხება 21 მოსწავლე.  
სამწუხარო რეალობაა, რომ 21 მოსწავლიდან  წარჩინებული მხოლოდ ერთი მოსწავლეა,  საშუალოზე მაღალი მოსწრების 6 მოსწავლე,  მოსწავლეთა უმეტესობა (13 მოსწავლე) საშუალო მოსწრებისაა, საშუალოზე დაბალი მოსწრება აქვს 1 მოსწავლეს. სამწუხაროა ისიც, რომ  მოსწავლეთა მხრიდან იგრძნობა სწავლისადმი უინტერესო დამოკიდებულება, რაც შესაბამისად, აისახება მათს აკადემიურ მოსწრებაზე



1.2. საკვლევი საკითხის მიმოხილვა

დღეს საგანმანათლებლო სისტემა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე გვაენებს. ძალიან ბევრი პრობლემაა სასკოლო ცხოვრებაში,  განსაკუთრებით პრობლემატურია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე და მისი ზრდა-კლების ხარისხი.  ძალიან ბევრს საუბრობენ სკოლებში მოსწავლეთა სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების შესახებ, ეძებენ გზებს სიძნელების დასაძლევად. ალბათ მრავალი მიზეზი მონაწილეობს იმ ფაქტორების ჩამოყალიბებაში, რამაც, შესაძლოა, მოზარდს სწავლისადმი ინტერესი დაუკარგოს, მაგრამ, ვფიქრობ,  აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო რთულდება ე.წ. გარდატეხის პერიოდში, როდესაც თითოეულ ბავშვში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური და პიროვნული ცვლილებები მიმდინარეობს, როცა მოზარდი ცდილობს თვითდამკვიდრებას, ეძებს კავშირებს, დასაყრდენს, უჭირს თვითგამოხატვა, ერიდება, იკეტება საკუთარ თავში, თანდათან მისი ქცევა პრობლემური ხდება და  ბუნებრივია,  ყოველივე ეს უარყოფითად აისახება სწავლის პროცესზეც. ამ დროს თავს იჩენს  აკადემიური მოსწრების დონის მკვეთრი კლება,  რომლის პროპორციულადაც იზრდება მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან ურთიერთდადანაშაულება, რეალურად კი აღნიშნული პრობლემის მიზეზი უმეტეს შემთხვევებში უცნობი რჩება.
არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გრძელდება და მისი მოგვარების ან  შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა.
წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელიც ემსახურება იმ მიზეზთა გააზრებასა და დადგენას, რამაც, სავარაუდოდ, განაპირობა ჩემს სადამრიგებლო კლასში (მე-11)  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მკვეთრი გაუარესება.
საკვლევი საკითხი ფორმულირდა შემდეგნაირად- ,,სადამრიგებლო კლასში  მოსწავლეთა ინტერესის შემცირება სწავლისადმი, დაბალი
აკადემიური მოსწრების გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება“  



1.2.  პრობლემის შერჩევა

პრაქტიკული კვლევა ჩატარდა სსიპ ქალაქ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში. კლასის დამრიგებლებთან, კლასში შემსვლელ საგნის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ სკოლაში რეალურად არსებობდა პრობლემა, რაც მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეების უმრავლესობა   მე-11 კლასში   საშუალო  აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა.
სტატიაში ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ სოფიკო ლობჟანიძე გვირჩევს, რომ კვლევის დაწყებამდე საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები:
რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტუაცია ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის? აქვს თუ არა მას საჭირო აღმზრდელობითი ღირებულება?
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გადავწყვიტე, გადამეხედა წინა  სასწავლო წლების მონაცემებისთვის.  
 რის შედეგადაც დავადგინე, რომ:
 მე-7 კლასში, 2014-2015 სასწ.წლის ბოლოს 17 მოსწავლიდან 5 იყო მაღალი აკადემიური მოსწრების, 2-საშუალოზე მაღალი, 8-საშუალო, 2-საშუალოზე დაბალი.
2015-2016 სასწავლო წლის ბოლოს 18 მოსწავლიდან 2 იყო მაღალი აკადემიური მოსწრების, 4- საშუალოზე მაღალი, 12-საშუალო, საშუალოზე დაბალი და დაბალი მოსწრების მოსწავლე კი კლასში საერთოდ არ გვყავდა.
  2016-2017 სასწავლო წელს 17 მოსწავლიდან მხოლოდ ერთი იყო მაღალი აკადემიური მოსწრების, 3-საშუალოზე მაღალი, 6-საშუალო,  6- დაბალი, და 1- საშუალოზე დაბალი მოსწრების.
2017-2018 სასწავლო წელს 1- მაღალი აკადემიური მოსწრების, 1-საშუალოზე მაღალი, 15-საშუალო, 1- საშუალოზე დაბალი.    
სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად დავადგინე, რომ  მე-7 კლასიდან მე-11 კლასამდე            მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მკვეთრად ეცემა. 

1.4. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
კოლეგებთან საუბრისას საბაზო საფეხურზე  დაბალი აკადემიური მოსწრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურება დასახელდა, მაგრამ ამასთანავე გამოიკვეთა შემდეგი ფაქტორებიც:
ü  სახელმძღვანელოების სირთულე;
ü  გადაჭარბებული მოლოდინი ბავშვების მიმართ;
ü  ყურადღების შემცირება მშობლების მხრიდან;
ü  ზედმეტი სიმკაცრე მასწავლებლების მხრიდან.
ü  მოსწავლეთა ოჯახების სოციო-ეკონომიკური ფონის გავლენა სწავლა-სწავლების ხარისხზე.
რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა:
რა არის  მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების გამომწვევი მიზეზი?
კვლევის მთავარ კითხვაში წარმოდგენილი პრობლემის დადგენაში დამეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
       არის თუ არა ჩართული მოსწავლის სწავლის პროცესში მშობელი? ოჯახი?
       აქვს თუ არ ყველა მოსწავლეს გაკვეთილებზე საკუთარი ცოდნის გამოვლენის თანაბარი შესაძლებლობები?
       გრძნობენ თუ არა მოსწავლეები სკოლაში თავს უსაფრთხოდ?
       იყენებენ თუ არა მასწავლებლები გაკვეთილებზე ინოვაციურ მეთოდებსა და მიდგომებს?
       რა განაპირობებს საგნის სიყვარულს?
       უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას საგაკვეთილო პროცესში წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ?
       აცნობენ თუ არა მასწავლებლები მშობლებს განმავითარებელი შეფასების სახით მათი შვილების დამოკიდებულებას სწავლის მიმართ და რამდენად ეფექტურად ახერხებენ ამას?
საკვლევი პრობლემის აქტუალურობის დასადგენად გავესაუბრე სხვადასხვა სკოლის რამდენიმე მასწავლებელს, მშობელს და მოსწავლეს, რის შედეგადაც გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მასწავლებელთა ზოგადი მიდგომა სასწავლო პროცესისადმი, ის, რომ:
ü  ხშირად არ არის დადგენილი მოსწავლეთა საჭიროებები;
ü  არ ხდება ფოკუსირება პრობლემაზე; 
ü  მასწავლებლების არასწორად ორიენტირებული საქმიანობები ვეღარ ახდენს პოზიტიურ გავლენას მოსწავლეთა შედეგებზე.

1.5.  კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დეტალურად შევისწავლო მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების განმაპირობებელი ფაქტორები და გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები. 
1.6.  კვლევის ამოცანები

Ø  დაკვირვება მე-11  კლასის მოსწავლეთა სწავლება-სწავლის პროცესზე;
Ø  ფოკუსჯგუფების შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
Ø  მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვა;
Ø  მონაცემთა ანალიზი;
Ø  შედეგების და დასკვნების პრეზენტაცია.
თავი  II
პრაქტიკული კვლევის არსი
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა  ასაკობრივი თავისებურებების გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ პრობლემებსა და მისი გაუმჯობესების გზებს.
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. კვლევაში ჩართულ ადამიანთა გუნდურ მუშაობას, მოსაზრებების გაზიარებას, ერთობლივ გადაწყვეტილებებს  სასურველი შედეგემის მისაღებად.

        თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა

პედაგოგიურმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სწავლების პირველ საფეხურზე მოსწავლეთა უმეტესობა ჩართულია საგაკვეთილო პროცესში და აკადემიური მოსწრებაც მაღალია, ხოლო საბაზო და შემდგომ საფეხურზე მათი მოტივაცია ეცემა, რთულდება მათი ინდიფერენტული დამოკიდებულების შეცვლა სასკოლო ცხოვრების მიმართ, იკლებს ჩართულობაც და შესაბამისად, დაბალია მათი აკადემიური მოსწრებაც.
მოტივაციის შემსწავლელი მეცნიერი ჯონ ატკისონი თვლის, რომ ორი შეძენილი თვისება: წარმატების მიღწევა და მარცხის თავიდან აცილების სურვილი ამოძრავებს ნებისმიერ ადამიანს. წარმატების მიღწევის გამძაფრებული სურვილის მქონე ადამიანები ცდილობენ კონკურენციის გაწევას, ხოლო მარცხის თავიდან აცილების გამძაფრებული სურვილის მქონენი ყველანაირი ხერხით ცდილობენ თავიდან აიცილონ კონკურენცია (ოუენსი და ვალესკი 2010.) მოსწავლეთა მოტივაციის გამოწვევა გარდატეხის ასაკში არ არის მარტივი საქმე და პრიმიტიული ხერხებით ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. არც რაიმე უნივერსალური მზა მეთოდი  არ არსებობს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
მკვლევართა და განათლების მესვეურთა აზრით, მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას უმთავრესად სამი რამ განაპირობებს:
1.        სწავლის მიმართ ინტერესისა და მოტივაციის უქონლობა;
2.        გარემო, რომელიც არ უწყობს ხელს მოსწავლეთა განვითარებას და არ წაახალისებს მათ აკადემიურ მიღწევებს;
3.        სწავლის უნარის დარღვევა, რომელიც ხელს უშლის განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ სამივე კატეგორიის მოსწავლეებისათვის დამახასითებელია:
       დაბალი თვითშეფასება;
       გულგრილი დამოკიდებულება სკოლისა და სწავლის პროცესის მიმართ;
       კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების დაგეგმვის უუნარობა;
       წარმატებისთვის ძალისხმევის დახარჯვის სურვილის ნაკლებობა;
       საკლასო აქტივობებზე უარის თქმა;
       დაბალი სოციალური უნარები;

 ცხადია, ისიც გათვალისწინებული მქონდა, რომ საკითხი კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს და რეალური მიზეზის დადგენას ამ კონკრეტული კვლევით  ვერ შევძლებდი, თუმცა, ვთვლი, რომ აღნიშნული პრობლემის შემცირებას თითოეული ჩვენგანი საკუთარი ძალისხმევით უნდა ეცადოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მე-11 კლასში მოსწავლეთა სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულებისა და შესაბამისად დაბალი აკადემიური შედეგების გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
ალბათ პედაგოგებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რომ სკოლა  ის გარემოა, სადაც ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ცხოვრების უმეტეს ნაწილს ვატარებთ. ამ გარემოში გაცილებით მეტი დამალული რესურსი არსებობს, ვიდრე ამას ხშირად ჩვენ, სასკოლო საზოგადოება, ვხედავთ. ამ ,,განძის“ აღმოსაჩენად შეგვიძლია მარტო გადავეშვათ ან თან ჩვენი მოსწავლეებიც გავიყოლოთ, მაგრამ ჯერ შესაბამისი განწყობა  უნდა შევუქმნათ, განწყობა, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მოზარდის ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე, მოქმედებს სწავლის პროცესზე, სწავლის სურვილზე, მოტივაციაზე. თეორიულად ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას ვერ ვახერხებთ. ამის მრავალი მიზეზის დასახელება შეიძლება, მაგრამ , ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენშივეა: მასწავლებლები ხშირად  ჩვენი აღსაზრდელების შეზღუდვებზე უფრო მეტად ვფიქრობთ, ვიდრე შესაძლებლობებზე.
კვლევები ცხადყოფენ, რომ მოსწავლეთა დემოტივაციის და დაბალი შედეგების განმაპირობებელი ერთერთი ფაქტორი შეფასების სისტემის გაუმართაობაა. სპეციალისტთა აზრით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსწავლეთათვის იყოს შეფასების კრიტერიუმები ნათელი და გასაგები, არამედ მასწავლებლებმაც ზუსტად იცოდნენ, რა მექანიზმებით ხდება შეფასება და როგორ გამოიყენონ მისის შედეგები.
პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ, როგორც ყველა კარს სჭირდება თავისი გასაღები, ასევეა მოსწავლეთა შემთხვევაშიც, ამიტომ უპრიანია  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მეთოდებსა და სტრატეგიებს  მივმართოთ. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მოსწავლე ე.წ. გარდატეხის ასაკშია, რომელსაც მედიცინაში ჰუბერტატულ პერიოდს უწოდებენ.
 სპეციალისტთა აზრით, ამ ასაკში თავჩენილ სირთულეებს ხშირად თავად მოზრდილები - მშობლები, მასწავლებლები, ოჯახის სხვა წევრები - აპროვოცირებენ, რომლებიც უგულებელყოფენ მოზარდის ასაკობრივ ფსიქოფიზიოლოგიურ  თავისებურებებს, ანგარიშს არ უწევენ მის პიროვნებას, რომელსაც აქვს თვითრეალიზების, სამყაროში ადგილის დამკვიდრების მოჭარბებული მოთხოვნილება. თუმცა სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მზა რეცეპტი, ვინ როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ მოზარდთან, არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი მოზარდის ხასიათსა და ქცევაში მომხდარი ცვლილებების მშვიდად, აუღელვებლად მიღებაა, რადგან მენტორული და დიდაქტიკური ტონი ხშირად არაფრის მომცემია და ზოგჯერ უარყოფითი შედეგიც კი მოაქვს.
 დიმიტრი უზნაძის აზრით - ,,სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“. იმისთვის, რომ მოსწავლემ საკუთარი ძალები განივითაროს,  გამოავლინოს საკუთარი თავი და თვითდამკვიდრებაც შეძლოს,  სწავლისადმი პოზიტიური განწყობის განმაპირობებელი უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოა.  სწორედ


ამიტომ, არსებული მეთოდებიდან, პირველ რიგში. გამოვიყენე საკლასო ოთახში დადებითი ატმოსფეროს შექმნა. ამაში მოვიაზრებ ყველაფერს, რასაც პედაგოგი ამჟღავნებს საგაკვეთილო პროცესში:
დამოკიდებულება, მოსმენა, გაგება, მოსწავლეთა აზრის გათვალისწინება, სამართლიანობა, თავაზიანობა, იუმორი, სიხალისე, ენთუზიაზმის გამომჟღავნება, პოზიტიური განწყობის შექმნა და ა.შ.
მეორე მეთოდი გახლდათ მიზნებისა და შედეგების დანახვა. მოტივაცია პირდაპირ დაკავშირებულია მიზანთან. მოსწავლეს სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ რატომ სწავლობს, რისთვის სჭირდება სკოლაში მიღებული ცოდნა და რა პერსპექტივები ექნება მას მომავალში. ამიტომ  მასწავლებლები, ვფიქრობ, ვალდებულიც ვართ დავუსახოთ მათ როგორც შორეული (მაგ. წარმატებული კარიერა, წლის ბოლოს გამოცდა), ისე ახლო მიზნები ( თემის კარგად დაწერა, დისკუსიაში მონაწილეობა, ტესტში მაღალი ქულა).
დაკვირვებამ მიჩვენა, რომ თამაშის ტიპის სახალისო აქტივობების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებს მოსწონთ, რადგან სწავლის პროცესი თამაშს ემსგავსება და ბავშვებიც დიდ სიამოვნებას იღებენ მისგან.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გაკვეთილებზე ამ მეთოდის ინტენსიური გამოყენება და  მეტ-ნაკლებად მოვახერხე კიდეც კლასის ჩართვა როლურ აქტივობებსა  და სიმულაციებში, მაგრამ ხანგრძლივი ეფექტი არც ამ მეთოდს  არ ჰქონია.
შემდეგი მეთოდი, რომლის გამოყენებასაც ვეცადე, იყო სასწავლო გარემო. სასწავლო წლის დასაწყისშივე საკლასო ოთახში შეძლებისდაგვარად  შევქმენი ესთეტიკური გარემო, გავაფორმე თემატური სურათებითა და სტენდური მასალით, მაგრამ, სამწუხაროდ,  ჩემი მცდელობები ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა  მოსწავლეებისათვის და მათი ინდიფერენტული, გულგრილი  დამოკიდებულება სკოლისა  და სწავლის პროცესის მიმართ იგივე დარჩა.

თავი  IV
კვლევის დიზაინი
4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი:

            1.მე-11 (სადამრიგებლო) კლასის მოსწავლეები
            2. მოსწავლეთა მშობლები;
            3. კლასში შემსვლელი მასწავლებლები.

4.2. კვლევის მეთოდები:
     ჩაღრმავებული ინტერვიუ
     ფოკუსჯგუფი
     ფოკუსირებული დაკვირვება
     მეორადი მონაცემების ანალიზი



 4.3. კვლევის ვადები

აქტივობა
იანვარი
თებერვ
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი თემის შერჩევა
     +





კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

    +




მოსწავლეებზე დაკვირვება და ანალიზი

      +




ინტერვიუებისთვის კითხვების შედგენა

      +




ფოკუსჯგუფი მშობლებთან და მასწავლებლებთან+


     
     +



ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზი


      +



კითხვარების შედგენა ანკეტირებისათვის



      +


ანკეტირება



      +


შედეგების ანალიზი



       +


სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვა




     +

ინტერვენციების განხორციელება




      +

შედეგების ანალიზი





     +
კვლევის პრეზენტაცია





      +


 
4.4. კვლევის გეგმა
ფოკუსჯგუფი ჩატარდა მე-11 კლასის მოსწავლეებთან თემაზე: ,,გარდატეხის ასაკი - 11-18 წლის მოზარდის ასაკობრივი განვითარება“. რადგან ფოკუსჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა 8-10-ს არ უნდა აღემატებოდეს, გადავწყვიტე მოსწავლეთა რაოდენობის ორად გაყოფა და ცალცალკე ჩატარება. 

ფოკუსჯგუფი ჩავატარე მშობლებთანაც. შესაბამისი კითხვარისა და დისკუსიის საფუძველზე დავადგინე, რომ მშობლების უმრავლესობას არ აქვს პასუხი, რამ განაპირობა მათი შვილების ინდიფერენტული დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ; 
 გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოსწავლემ. მოსწავლეებს კითხვარები გავატანე სახლში, რათა მშვიდ გარემოში ყურადღებით და გულწრფელად გაეცათ პასუხები.  დაბრუნებული კითხვარებით ზოგადი წარმოდგენა შემექმნა მოსწავლეთა მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორებზე, კერძოდ, გამიადვილდა დამედგინა, მათი აზრით,  რა განაპირობებს საგნის სიყვარულს.
ინტერვიუში  მონაწილეობა მივაღებინე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს. აღნიშნული მეთოდი დამეხმარა გამერკვია, რამდენად ესმით მოსწავლეებს ტერმინი - გარდატეხის ასაკი, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვისა და მომავალი პიროვნების ცხოვრებაში, იციან თუ არა, რამდენ ეტაპად იყოფა ადამიანის განვითარების ეს კრიზისული პერიოდი -
(წინაჰუბერტატი 11-13 წელი, ადრეული ჰუბერტატი 13-15 წელი, შუა ჰუბერტატი 15-17 წელი, გვიანი ჰუბერტატი 17-19 წელი), ყურადღება გავამახვილებინე იმ ფაქტორზეც, რომ გოგონებში საშუალოდ ჰუბერტატის ასაკი 11 წლის ასაკში იწყება, ბიჭებში კი 12 წლის ასაკში და თვისობრივად იცვლება  ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, მისი სხეული, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება.
კითხვარის შევსება პირისპირ ინტერვიუს  საფუძველზე ჩატარდა მშობლებთან. ამით შევძელი გამერკვია, თუ რა იციან მშობლებმა  ასაკობრივი თავისებურებების შესახებ. რამდენად აცნობიერებენ, რომ გარდატეხის ასაკის კრიზისული პერიოდის დაძლევაში უმნიშვნელოვანესია მათი როლი, რადგან სწორედ ამ პერიოდზეა დამოკიდებული ბავშვის   პიროვნული ჩამოყალიბება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და მომავალი ცხოვრება.
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე  გამოვიყენე დავკვირვებოდი ჩემს მოსწავლეებში -
ა) გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ ნიშნებს, როგორიცაა - სიმაღლეში ზრდა, კუნთების მასის მატება, ხმის ტემბრი, სახეზე გამონაყარი და ა.შ)
ბ)  შემეცნებითი უნარების განვითარებას: ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი, ალტერნატივების დანახვისა და გაგების უნარი, კამათის და დისკუსიის მოთხოვნილება, ძლიერი წარმოსახვა, ცნობისმოყვარეობა, უცნობის და ახლის გამოცდის სურვილი, საკუთარი თავის შემეცნების სურვილი.
გ) ფსიქო-ემოციური განვითარების დამახასიათებელ ნიშნებს : უხერხულობის განცდა და სიმორცხვე, საკუთარი თავით და გარშემომყოფებით უკმაყოფილება,  იმპულსურობა, უხალისობა და უგუნებობა, ემოციური აფეთქებები, სტრესი.
 მათი სოციალური განვითარების: ე.წ. ,,მე -კონცეფციის“ - დასადგენად როგორც საგაკვეთილო, ასევე არაფორმალურ ვითარებაში ვაკვირდებოდი გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს:
ü  ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობის სურვილი;
ü  თანატოლების მხრიდან აღიარების სურვილი;
ü  კონკრეტულ ჯგუფებთან მიკუთვნების და აღიარების სურვილი;
ü  ე.წ. ,,მე“-ს იდენტობის ძიება;
ü  ადამიანებთან ურთიერთობით ექსპერიმენტირება;
ü  ალტერნატიული როლების იდენტობების მორგება, მათ შორის ნეგატიურის და სარისკოსი; ü მნიშვნელოვანი ჯგუფის გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევის ტენდენცია.
რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ძლიერია დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა,არჩევანის თავისუფლება დაგანსაკუთრებულ ღირებულებას იძენს პროსოციალური ქცევის მაგალითები, გადავწყვიტე  წამეხალისებინა მათი ენთუზიაზმი, ეზრუნათ სხვაზე და შევთავაზე აქტიური მონაწილეობა მიეღოთ  საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ითვალისწინებდა ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსავლის (სოციალურად დაუცველი ოჯახიდან) ნარგიზა ჩიხლაძის დახმარებას. ამით არა მარტო სასარგებლო ქმედებისკენ ვუბიძგე ჩემს მოსწავლეებს და  დავუკმაყოფილე მოხალისეობისა და ლიდერობის  მოთხოვნილება, არამედ შევამცირე მათი სარისკო ქცევებში ჩართვის ალბათობაც.
.განხორციელდა აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება დაბალი კადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებზე;




თავი V
 კვლევის შედეგები

5.1. მონაცემთა ანალიზი

ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების ერთ-ერთი მიზეზი საგნის ნაკლები სიყვარულია. მათი აზრით, საგნის სიყვარულს მასწავლებლისადმი დამოკიდებულება განაპირობებს ანუ მოსწავლეებს, რომელთაც მოსწონთ მასწავლებელი, მოსწონთ ის საგანიც, რომელსაც იგი ასწავლის(28%). შემდეგ გამოიკვეთა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საგნით დაინტერესება(24%), საგნის სიადვილე(17%), თანატოლების ზეგავლენა (13%),ოჯახის ზეგავლენა (5%), 13% -მა ვერ ახსნა თუ რატომ მოსწონთ ესა თუ ის  საგანი. 


2 comments:

  1. წავიკითხე კვლევა.რომელიც მომეწონა გისურვე წარმატებებს..

    ReplyDelete
  2. ქეთევან თქვენი კვლევა საინტერესო და საყურადღებოა.გისურვებთ წარმატებებს..

    ReplyDelete

პორთველიო

კვლევა