ჩემს შესახებ


   მოგესალმებით!
    მე ვარ, ქეთევან  სვანიძე ქ.  წყალტუბოს  N4 საჯარო  სკოლის დაწყებითი  კლასების   უფროსი  მასწავლებელი
      ჩემი საგანმანათლებლო ბლოგის შექმნის მიზანია:
  • დაინტერესებულ პირებს მივაწოდო ინფორმაცია დაწყებით კლასებში სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით;
  • ჩემი, როგორც მასწავლებლის, პედაგოგიური საქმიანობის აღრიცხვა;
  • მოსწავლეებისთვის დავალებების მიწოდება.
           თქვენ გაეცნობით ჩემ მიერ შედგენილ თემატურებს, შეფასების ცხრილებს, სწავლების თანამედროვე მეთოდებს, გამოცდილი პედაგოგების სტატიებს, წერა-კითხვის სტრატეგიებს; აგრეთვე განხორციელებულ აქტივობებს: სასწავლო პროექტებს, სამოდელო გაკვეთილების გეგმებს, საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებს, პედაგოგიური კვლევის ანგარიშს და სხვა.
      ბლოგზე განთავსებული მასალები დაეხმარება მოსწავლეებს, მასწავლებელებსა და მშობლებს უკეთ დაინახონ დაწყებითი სწავლების თვისებურებები და იპოვონ პრობლემის დაძლევის გზები.
          ჰიპერტექსტული ბმულები მოგცემთ საიტზე გადაადგილების საშუალებას.
     ძვირფასო სტუმარო, გთხოვთ გააკეთოთ უკუკავშირი კომენტარის სახით!
                                                        პატივისცემით, ბლოგის ავტორი

1 comment:

  1. გავეცანი თქვენს ბლოგს და ძალიან მომეწონა თქვენი აქტივობები

    ReplyDelete

პორთველიო

კვლევა