ადაპტირებული გეგმა


 ნ ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ქეთევან სვანიძე
გაკვეთილის ტიპი: ადაპტირებული
საგანი: ქართული ენა და ლიტერეტურა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 19 (მათ შორის სსსმ მოსწავლე 1)
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 24.05. 2019.
გაკვეთილის თემა- ვაჟა ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“ - შემაჯამებელი გაკვეთილი.
მისაღწევი მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:
ქართ V.2. მოსწავლე ავლენს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარ-ჩვევებს.
ქართ V.4. მოსწავლეს აქვს მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების უნარი.
ქართ V.8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
ქართ V.9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხების ამოცნობა და დასახელება.
ქართ V.12. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთესად გააზრების მიზნით.

გაკვეთილზე მისაღწევი  მიზანები კლასისთვის: ადამიანისა და ცოცხალი ბუნების ურთიერთობაზე დაკვირვება, (ცოცხალი ბუნების მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის განცდა)მხატვრული ტექსტის აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება. პრეზენტაციის უნარის განვითარება.
 განმავითარებელი უნარები:
-ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია
-ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
-პრობლემის გააზრება და ანალიზი
-ჯგუფში მუშაობა და თანამშრომლობა
-მსჯელობა-არგუმენტირება
-თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
გაკვეთილზე მისაღწევი მიზანი სსსმ მოსწავლისათვის: შეძლოს ტექსტიდან ერთი ეპიზოდის წაკითხვა, ეპიზოდის მოკლე შინაარსის გადმოცემა, კითხვებზე პასუხის გაცემა.

N
აქტივობის
ფაზები
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდები
კლასის
ორგანიზების
ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1




საორგ.მომენტი





მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს,
აცნობს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების რუბრიკებს















შეფასების ცხრილი
2 წთ





2
წინარე ცოდნა
ქართული: მოსწავლები იცნობენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, იციან რა არის მისის შემოქმედების თავისებურება.





3
პროვოცირება:
აქტივობა პირველი.


























აქტივობა მეორე












აქტივობა მესამე











მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს:
ა) რა ვიცით ვაჟა ფშაველას შესახებ?
ბ) რა არის მისი შემოქმედების თავისებურება?
გ) რა ქვია იმ მხატვრულ ხერხს, რომელსაც ვაჟა ფშაველა ხშირად იყენებს?
დ) რა თემას ეხება ეს ნაწარმოები?
ე) რომელი სულიერი არსებაა ნაწარმოების მთავარი გმირი?
ვ) გინახავთ შვლის ნუკრი?
ზ) როგორაა აღწერილი ტექსტში ნუკრი?
 მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წარმოადგინონ ტექსტთან დაკავშირებული ნახატები, რომელის საშინაო დავალებად ჰქაოდათ მიცმული და სთხოვს მათ გაუკეთონ კომენტარი თავიანთ ნახატს.

სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი უსვამს კითხვას:
1.რომელი სულიერი არსებაა ნაწარმოების მთავარი გმირი?
2. როგორია შენს წარმოდგენაში იგი?
მასწავლებელი სთხოვს მას დახატოს როგორია მის წარმოდგენაში ნუკრი.


მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს უოლტ დისნეის მიერ მსგავს თემაზე
გადაღებულ მულტფილმს ,,ბემბის“ , მოსწავლეები ნახავენ რამდენიმე  ეპიზოდს ფილმიდან და გამოთქვამენ თავიანთ შთაბეჭდილებასა და მოსაზრებას.

სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი ეკითხება რა მოეწონა ყველაზე მეტად წარმოდგენილ ეპიზოდში და რატომ ?

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ და გადმოსცენ ტექსტის ეპიზოდების შინაარსი:
1.       ნუკრის ჩივილი
2.       დედის გაფრთხილება
3.       გასეირნება ხევში
4.       შეხვედრა ადამიანთან
5.       ნუკრის დაობლება

     სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი აძლევს წასაკითხად ტექსტის პატარა ეპიზოდს და სთხოვს მას თავისი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხულის შინაარსი.
კითხვა-პასუხი, მსჯელობა, არგუმენტირება.

























დაკვირვება, მსჯელობა, არგუმენტირება.

ინდივიდუალური


















ინდივიდუალური


















ინდივიდუალური



ინდივიდუალური









ინდივიდუალური

5 წთ





























5 წთ











8 წთ






4
სიღრმისეული წვდომა:
აქტივობა მეოთხე








აქტივობა მეხუთე











აქტივობა მეექვსე









აქტივობა მეშვიდე
 ა)   წინასწარ ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს დავალებებს: ერთ ჯგუფს სთხოვს, მასწავლებლის მიერ დარიგებულ ბარათებზე ჩამოწერონ, რა არის ნუკრის ტრაგედიის გამომწვები მიზეზი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. შემდეგ მათ სთხოვს გააკრან ბარათები წინასწარ მომზადებულ პლაკატზე.

მეორე ჯგუფს მასწავლებელი სთხოვს, ტექსტზე დაყრდნობით შეაფასონ ადამიანების საქციელი და მოუწოდონ მათ დაიცვან და გაუფრთხილდნენ ბუნებასა და ბუნების შვილებს.
 დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეები    მსჯელობენ და ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებას.
მასწავლებელი დაფაზე გამოსახავს ასოციაციურ რუქას და მოსწავლეებს სთხოვს ჩამოწერონ მათი მოწოდება ადამიანებისადმი.

   მესამე  ჯგუფს მასწავლებელი სთხოვს, დაწერონ ტექსტის გაგრძელება და მხატვრულად წაიკითხონ აუდიტორიის წინაშე.

სსსმ მოსწავლე მუშაობს მესამე ჯგუფთან, მასწავლებელი მას სთხოვს, წაიკითხოს ტექსტის დასასრული და გამოთქვას თავისი აზრი,  შეცვლიდა თუ არა ტექსტის დასასრულს.



 მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გადაამუშავონ ტექსტიდან მიღებული ინფორმაცია და ჩამოწერონ გეგმა თემისათვის.
პრეზენტაცია, მსჯელობა, არგუმენტირება, განხილვა.








მსჯელობა, ანალიზი










მსჯელობა, არგუმენტირება










მსჯელობა, დაკვირვება, ანალიზი
ჯგუფური (ინდივიდუალური)










ჯგუფური, ინდივიდუალური










ჯგუფური,




ინდივიდუალური







ჯგუფური
 მე-5 კლასის ქართული ლიტერატურის წიგნი“,( ავტ: ვ.როდონაია, ნ ნაკუდაშვილი, ა არაბული, მ. ხუციშვილი)
კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი,
რვეული, საწერ-კალამი, ცხრილი, მარკერი, ბარათები, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, დაფა, ცარცი.

5წთ










5 წთ













5 წთ










5 წთ

5
საშინაო დავალება
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას, შემუშავებული ეგმის მიხედვით დაწერონ თემა: ნუკრის ჩივილი.
სსსმ მოსწავლეს მასავლებელი აძლევს დავალებას: წაიკითხოს ტექსტის მცირე ეპიზოდი (ნუკრის დაობლება) და თავისი სიტყვებით გადმოსცეს მისი შინაარსი.






2 წთ
6
შეფასება
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს წინასწარ განსაზღვრული რუბრიკებით, მისცემს მათ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას, მიუთითებს მოსწავლეებს მათს ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
სსსმ მოსწავლეს მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას.


შეფასების რუბრიკები
3 წთ






No comments:

Post a Comment

პორთველიო

კვლევა