გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ქეთევან სვანიძე
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული
საგანი: ქართული ენა და ლიტერეტურა, ისტორია (მასწავლებლები:
ქეთევან სვანიძე და იამზე ხაჭაპურიძე)
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური, მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
ს ს ს მ : არცერთი
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 07.05.
2019.
გაკვეთილის თემა- აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავი“
- შემაჯამებელი გაკვეთილი.
მისაღწევი მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:
ქართ VII.1. მოსწავლე ისმენს ინფორმაციის შემცველ
ტექსტებს და წარმოადგენს ზეპირ ინფორმაციას აუდიტორიის წინაშე. საკუთარ დამოკიდებულებას
გამოხატავს ვერბალური ხერხებით
ქართ VII.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება-გააზრება. მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. გამოაქვს დასკვნები მთელი ტექსტის ან მისი მონაკვეთის
საფუძველზე. ახასიათებს პერსონაჟს მისი სულიერი, გარეგნული ნიშნების, ქცევის და მეტყველების
მიხედვით.
ქართ VII.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის მთავარი სათქმელი.
ქართ VII.9. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და განმარტოს, როგორ
ქმნის ავტორი განწყობას ნაწარმოებში.
ისტორია: VII.1 მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური
მოვლენის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში, ისმენს ინფორმაციას პოლიტიკური მოღვაწის
შესახებ.
VII. 3. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები
შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან, ასახელებს მიზეზებსა და შედეგებს, განსაზღვრავს მნიშვნელობას
ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის შესახებ.
გაკვეთილზე მისაღწევი მიზანები კლასისთვის,( ქართული): მოსწავლეები გაეცნობიან
ისტორიული პოემის არსს, იმსჯელებენ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ფაქტი და მწერლის მიერ
გამონაგონი ისტორიულ თემაზე შეთხზულ ნაწარმოებში, მსჯელობას განამტკიცებენ არგუმენტებით,
შეძლებენ ტექსტის გააზრება-გაანალიზებას, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას
და ახსნას. საკლასო დისკუსიის წარმართვას. განმავითარებელი უნარები:
-ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია
-ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
-პრობლემის გააზრება და ანალიზი
-ჯგუფში მუშაობა და თანამშრომლობა
-მსჯელობა-არგუმენტირება
-თვითშეფასება, ურთიერთშეფასება
ისტორია: მოსწავლეები შეძლებენ დააკავშირონ ფაქტები
და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან. შეძლებენ განსაზღვრონ სხვადასხვა ქვეყნის
გეოგრაფიული მდებარეობა რუკაზე. შეძლებენ მსჯელობას ქვეყნის ისტორიაში პოლიტიკური მოღვაწის
მნიშვნელობაზე.
N
|
აქტივობის
ფაზები
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების
ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
საორგ.მომენტი
|
მასწავლებელი
ესალმება მოსწავლეებს,აცნობს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების რუბრიკებს
|
შეფასების
ცხრილი
|
2
წთ
|
||
2
|
წინარე
ცოდნა
|
ქართული:
მოსწავლებს შესწავლილი აქვთ პოემა ,,თორნიკე ერისთავი“, იციან მისი ისტორიული და
ლიტერატურული მნიშვნელობა და ღირებულება, პერსონაჟის დამსახურება ქვეყნისა და ერის
წინაშე, პერსონაჟის ქცევის მოტივი და შედეგები.
ისტორია:
მოსწავლეებმა იციან საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, საქართველოს ურთიერთობა
მეზობელ სახელმწიფოებთან X საუკუნეში.
იციან,
როგორ მოიძიონ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით.
|
||||
3
|
პროვოცირება:
აქტივობა
პირველი.
აქტივობა
მეორე
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს უსვამს კითხვებს ტექსტში აღწერილი მოვლენების შესახებ:
ა)
ვინ იყო თორნიკე ერისთავი?
ბ)
რატომ გადაწყვიტა თორნიკე ერისთავმა ათონის მონასტერში ბერად შედგომა?
გ)
რატომ მაინცდამაინც ათონის მთაზე შედგა ბერად თორნიკე?
დ)
რა მდგომარეობა იყო იმ დროს საბერძნეთში?
ე)
რა სთხოვა ბიზანტიის დედოფალმა მეფე დავით კურაპალატს?
ვ)
როგორ დაითანხმეს თორნიკე ერისთავი, რომ ესარდლა ქართველთა ჯარისთვის?
ზ)
რით დაასაჩუქრა ბიზანტიის დედოფალმა ქართველები
სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებისათვის?
თ)
როგორ გამოიყენეს მოპოვებული განძი?
ი)
რამ განაპირობა ქართველთა გამარჯვება, როგორი
იყო თორნიკეს საბრძოლო სტრატეგია, როგორ გაანაწილა მან ჯარი და რა დაავალა მათ?
ისტორიის
მასწავლებელი მოსწავლეებს გაახსენებს ისტორიულ
ფაქტებს და აძლევს შეკითხვებს:
1.როგორი ვითარება იყო
X საუკუნის
საქართველოში?
2. რა ვიცით იმდროინდელი
მეფის, დავით კურაპალატის შესახებ?
3. რომელ ისტორიულ მოვლენას
აღწერს პოემა ,,თორნიკე ერისთავი?“
4. რა ვიცით ბარდა
სკლიაროსის აჯანყების შესახებ?
5. რატომ შეარჩია კონსტანტინეპოლმა
დავით კურაპალატი ერთადერთ დამხმარედ სკლიაროსთან ბრძოლაში?
6. რა ვიცით ათონის
სამონასტრო კომპლექსის შესახებ?
მასწავლებელი
პროექტორის საშუალებით აჩვენებს შესაბამის სლაიდებს.
|
კითხვა-პასუხი,
მსჯელობა, არგუმენტირება.
|
ინდივიდუალური
|
8
წთ
5
წთ
|
|
4
|
სიღრმისეული
წვდომა:
აქტივობა
მესამე
აქტივობა
მეოთხე
აქტივობა
მეხუთე
აქტივობა
მეექვსე
აქტივობა
მეშვიდე
|
ა) წინასწარ
ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს დავალებებს: ერთ ჯგუფს სთხოვს,
წინასწარ მომზადებულ ცხრილში ჩამოწერონ და ერთმანეთს შეადარონ ისტორიაში ნასწავლი
რეალური ფაქტები და მწერლის ფანტაზიით შექმნილი და გამოგონილი მოვლენები, მოძებნონ
მსგავსება და განსხვავება ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის.
მეორე
ჯგუფს მასწავლებელი სთხოვს, ტექსტზე დაყრდნობით შეაფასონ თორნიკე ერისთავის საქციელი.
დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეები არგუმენტირებულად მსჯელობენ და ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებას.
მასწავლებელი
დაფაზე გამოსახავს ასოციაციურ რუქას და მოსწავლეებს სთხოვს ჩამოთვალონ და დაწერონ
ყველა ის თვისება, რომელიც დაინახეს თორნიკეს პიროვნებაში.
მესამე ჯგუფს მასწავლებელი სთხოვს, იმსჯელონ
საქართველოს იმდროინდელ მდგომარეობაზე, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე. მოსწავლეები
ისტორიული და ლიტერატურული წყაროების მიხედვით მსჯელობენ და არგუმენტებით ამყარებენ
თავიანთ
მოსაზრებას.
მასწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს, შეავსონ წინასწარ მომზადებული ცხრილი: რა ვიცოდი, რა გავიგე,
რა მინდა გავიგო, შეაჯამონ და გააანალიზონ მათ მიერ შეძენილი ცოდნა.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გადაამუშავონ
მიღებული ინფორმაცია და შეადგინონ გეგმა, რომლის მიხედვითაც საშინაო დავალებად დაწერენ
თორნიკე ერისთავის დახასიათებას:
1.
ვინაობა
2.
თანამდებობა
3.
გარეგნობა
4.
თვისებები ( წინდახედული, დაკვირვებული, ჭკვიანი,
შორსმჭვრეტელი, კარგი სტრატეგი, ჰუმანური, თავმდაბალი, უანგარო და ა. შ.
|
პრეზენტაცია,
კითხვა-პასუხი, მსჯელობა, არგუმენტირება, განხილვა.
მსჯელობა,
ანალიზი
მსჯელობა,
არგუმენტირება
მსჯელობა,
დაკვირვება, ანალიზი
|
ჯგუფური
(ინდივიდუალური)
ჯგუფური,
ინდივიდუალური
ჯგუფური,
ინდივიდუალური
ჯგუფური
ჯგუფური
|
მე-7 კლასის ქართული ლიტერატურის წიგნი“,( ავტ:
ვ.როდონაია, ნ ნაკუდაშვილი, ა არაბული, მ. ხუციშვილი)
კომპიუტერი,
ინტერნეტი, პროექტორი,
რვეული,
საწერ-კალამი, საქართველოს რუკა, ცხრილი, მარკერი, დაფა, ცარცი, სლაიდები.
|
5წთ
8
წთ
5
წთ
5
წთ
3
წთ
|
5
|
საშინაო
დავალება
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას, შემუშავებული ეგმის მიხედვით დაწერონ თემა:
,,თორნიკე ერისთავის მხატვრული სახე“.
|
შეფასების
რუბრიკები
|
3
წთ
|
||
6
|
შეფასება
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს აფასებს წინასწარ განსაზღვრული რუბრიკებით, მისცემს მათ განმავითარებელ
და განმსაზღვრელ შეფასებას, მიუთითებს მოსწავლეებს მათს ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
|
1
წთ
|
No comments:
Post a Comment